თურქეთის ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთო კანდიდატზე ვერ თანხმდება. პარტია „სამშობლოს“ ლიდერი მუჰარემ ინჯე ოპოზიციური გაერთიანების, „სახალხო ალიანსის“ კანდიდატის, ქემალ კილიჩდაროღლუს სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნაზე უარს აცხადებს.
ქემალ კილიჩდაროღლუს და მუჰარემ ინჯეს შორის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
„ერთ რამეზე ვთანხმდებით, რომ ერდოღანი უნდა წავიდეს“, – თქვა მუჰარემ ინჯემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა ოთხ კანდიდატს: ქემალ კილიჩდაროღლუს, მუჰარემ ინჯეს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და სინან ოღანს.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს არის დაგეგმილი.