ურსულა ფონ დერ ლაიენი – ის, თუ როგორ განაგრძობს ჩინეთი პუტინის ომთან ურთიერთქმედებას, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ევროკავშირი-ჩინეთის ურთიერთობებისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ჩინეთმა მონაწილეობა უნდა მიიღოს უყრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში და ის, თუ რა როლს შეასრულებს კონფლიქტში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

მისი თქმით, ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, ეკისრება პასუხისმგებლობა შეასრულოს კონსტრუქციული როლი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე დამყარებული მშვიდობის დამყარებაში.

„ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ფაქტობრივად გააძლიერებს რუსეთის ანექსიას, განხორციელებადი გეგმა არ არის. გულწრფელები უნდა ვიყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ის, თუ როგორ განაგრძობს ჩინეთი პუტინის ომთან ურთიერთქმედებას, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობებისთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.