კიევის სასამართლომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სარჩელი არ მიიღო

კიევის სასამართლომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სარჩელი არ მიიღო.

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესიის წარმომადგენლები კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, რომლის მიხედვითაც, მათ კიევ-პეჩორის ლავრის დატოვება მოსთხოვეს. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სპეციალური კომისიის წარმომადგენლები, რომლებსაც ინვენტარიზაცია უნდა მოეხდინათ, თუმცა სასულიერო პირებმა ისინი ლავრის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

კომისიის წევრები ლავრაში შესვლას დღეს ისევ შეეცდებიან.