როგორია ბატუტიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ბათუმში დაშავებული მცირეწლოვნის, 3 წლის დანიელის ჯანმრთელობის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

„საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, ვწერ – დანიელი რეანიმაციაშია, შესვლა შეუძლებელია. ემიგრანტებო ვესაუბრე მშობლებს. დანიელი ამოძრავებს ხელს, ფეხს, ფეხზე ვერ დგება და ვერ ჯდება. ვერ საუბრობს და ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ ვერ ხედავს, მხედველობის პრობლემა აქვს… იმედს არ ვკარგავთ, რომ დანიელი გამოჯანმრთელდება და უფლის წყალობით, ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება…

ამ ეტაპზე, მდგომარეობა ასეა, როგორ იქნება მომავალში, მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციას.  ექიმები ვერაფერს გვეუბნებიან. ვრცელდება არასწორი ინფორმაციები, სიმართლე არის ეს! გთხოვთ, თავი შეიკავოთ დეზინფორმაციის გავრცელებისგან! მხოლოდ და მხოლოდ ლოდინია საჭირო.. ვლოცულობთ, რომ დანი გამოჯამრთელდეს..“ – წერს შოთო სიხარულიძე.

ცნობისთვის, ოჯახს საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება ↓

მიმღები თაზო ბერიძე (მამა)

 

GE67TB7699245068100030 თიბისი

GE20BG0000000545804997 საქართველო

შეგახსენებთ, 12 მარტს, ბათუმში ტრაგედია დატრიალდა.

ბულვარში ძლიერი ქარის გამო ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც ატრაქციონზე ორი ბავშვი იმყოფებოდა. 10 წლის დავითი გარდაიცვალა, რაც შეეხება მის ძმას, სამი წლის დანიელს, მძიმედ დაშავდა.

ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტზე 64 წლის კაცი დააკავეს.