ევროკავშირმა მხარი დაუჭირა პოლონელი ექიმების შესვლას პრეზიდენტ სააკაშვილთან და რამდენიმე კვირაა, „რუსული ოცნება“ მიზანმიმართულად აჭიანურებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, როგორც კი პოლონელი ექიმები გასინჯავენ სააკაშვილს, აუცილებლად იქნება ობიექტური დასკვნები და ამის შემდეგ ყველანაირი სპეკულაციის შესაძლებლობა მოუკვდება „რუსულ ოცნებას“.
„სტრასბურგთან დაკავშირებით შეგახსენებთ ერთ რამეს, რა ინფორმაციაც გარედანაც არსებობს, რაზეც ხელი ისედაც მიუწვდება საზოგადოებას, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა პოლონელი ექიმების შესვლას პრეზიდენტ სააკაშვილთან და რამდენიმე კვირაა, „რუსული ოცნება“ მიზანმიმართულად აჭიანურებს ამ პროცესს. როგორც კი პოლონელი ექიმები, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის მანდატი, პრეზიდენტ სააკაშვილს გასინჯავენ, აუცილებლად იქნება ობიექტური დასკვნები, რომლებიც აქამდეც არსებობს და ამის შემდეგ ყველანაირი სპეკულაციის შესაძლებლობაც კი მოუკვდება „რუსულ ოცნებას“. ამიტომ არის, რომ არ აძლევენ ნებართვას, ამის პარალელურად დარწმუნებული ვარ, დაცვის მხარისთვის ესეც მნიშვნელოვანი იყო, რომ პოლონელი ექიმები ყოფილიყვნენ დაშვებული, რათა დამატებითი მტკიცებულება ყოფილიყო, თუმცა ვხედავთ, რომ „რუსული ოცნება“ არ უშვებს პოლონელ ექიმებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.