ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლით, ორი პირი დაიღუპა, ერთ-ერთი მოკლული მე­რი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ორი კაცი დაიღუპა.

როგორც ცნობილია, შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი მოკ­ლუ­ლი ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ვა­სილ მე­ბუ­რიშ­ვი­ლია. ის წლე­ბის წინ მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მას მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდარს, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ სამ მე­გო­ბარს ერ­თმა­ნეთ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და, რა დრო­საც, ერთ-ერ­თმა სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვის მიზ­ნით რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ამო­ი­ღო. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სა­ვა­რა­უ­დოდ შემ­თხვე­ვით, ერთხელ გას­რო­ლილ ტყვი­ას ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.
წყარო – AMBEBI.GE