ხათუნა სამნიძე: „რესპუბლიკურ პარტიას“ ბატონი კეზერაშვილი არ აფინანსებდა, არ აფინანსებს და არც ვთხოვთ

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ხათუნა სამნიძე უარყოფს, რომ პარტიას დავით კეზერაშვილი აფინანსებს.

„მე შემიძლია ვილაპარაკო „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით. „რესპუბლიკურ პარტიას“ არ აფინანსებდა, არ აფინანსებს ბატონი კეზერაშვილი და არც მომავალში დააფინანსებს. არ ველოდები. არც ვთხოვთ, აქვე მინდა გავუსვა ხაზი“, – განაცხადა სამნიძემ.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა აღიარა, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში. „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება“, – განაცხადა მან ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში.