რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ მეთაური ბახმუტის ცენტრალური ნაწილის აღების შესახებ იტყობინება.
რუსეთის მედიით გავრცელებულ კადრებში ევგენი პრიგოჟინი რუსეთის დროშით ხელში აცხადებს, რომ მალე მისი მებრძოლები დროშას ქალაქის ადმინისტრაციის შენობაზე დაკიდებენ.
მისივე თქმით, ქალაქის ცენტრალური კვარტალი რუსეთის კონტროლს დაექვემდებარა, თუმცა დასავლეთ ნაწილში ისევ რჩებიან უკრაინელი მებრძოლები.