საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასმა ზრდა დაიწყო

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ნავთობის მოპოვების დღიური მაჩვენებელი ერთ მილიონ ბარელამდე შეამცირეს.

შედეგად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასმა ზრდა დაიწყო. ბრენტის ტიპის ერთი ბარელი ნავთობის ღირებულებამ 5 დოლარით მოიმატა და 85 დოლარი შეადგინა.