სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტს გაეგზავნა. 2022 წლის ანგარიში ნინო ლომჯარიას შედგენილია, ლევან იოსელიანს კი დოკუმენტში შესწორებები არ შეუტანია. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია პენიტენციურ სამსახურზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და პირველადი ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე.
დოკუმენტში შევიდა ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საქმეები.