ტერორისტული აქტი სანკტ-პეტერბურგში – ეჭვი უყრაინაზეა

სანქტ-პეტერბურგის კაფეში ტერორისტული აქტი მოხდა. აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად დაშავებულია 30 ადამიანი. მათგან 24 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ექვსი მძიმე მდგომარეობაშია.

მედიის ინფორმაციით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ქალმა ვლადლენ ტატარსკის ყუთით საჩუქარი გადასცა.

აფეთქება ვლადლენ ტატარსკის [მისი ნამდვილი სახელია მაქსიმ ფომინი] შემოქმედებით საღამოზე, სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში მოხდა, აფეთქების შემდეგ იგი რეანიმაციაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

რუსული მედიის ცნობით, სამართალდამცავებს ტერაქტის დამკვეთებათ უყრაინის სპეცსამსახურები ესახებათ, თუმცა საბოლოო დასკვნას გამოძიების დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებენ.