ოპოზიციური ფლანგი გადავსებულია გაუგებარი მიზნებითა და აქტივობით, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, „ქრონიკას“ განუცხადა.
„როდესაც ჩვენ სუსტ წერტილს ვხედავთ „ქართულ ოცნების“ გადაწყვეტილებაში და იქ გვინდა დავარტყათ, ამ მომენტში დანარჩენი ოპოზიცია გაუგებარი საქმიანობით არის დაკავებული და ამის გამო ჩვენ ვზიანდებით. ამიტომ ცოტა უფრო კრიტიკულები არიან თავიანთი რეიტინგებისა და საქმიანობის მიმართ, ყველასთვის უკეთესი იქნება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
„ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, 7-9 მარტს აქციაზე შეკრებილი ხალხი თავისით არ გამოსულა. მისი თქმით, ამას წინ უძღოდა „ნაცმოძრაობის“ მიერ მანამდე ჩატარებული 24 თებერვლის აქცია.