ალიანსის კარი ღიაა საქართველოსთვის და უკრაინისთვის, მოსკოვის ხმას არანაირი ძალა არ აქვს – აშშ-ის ელჩი NATO-ში

“მთავარ არხთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკის ელჩის, ჯულიან სმიტის თქმით, საქართველოსთვის და უკრაინისთვის ალიანსის კარი ღიაა. მისი განცხადებით, რუსეთმა არაერთხელ სცადა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ეჭვქვეშ დაყენება, თუმცა მოსკოვის ხმას არანაირი ძალა არ აქვს. ელჩისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ნატო ღია კარის პოლიტიკას არ დახურავს და ორივე ქვეყანასთან ურთიერთობის გაძლიერება გაგრძელდება

“ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები წლებია ღიად აფიქსირებენ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის მხარდაჭერას. 2008 წელს ჩვენ ვთქვით რომ უკრაინა და საქართველოს ალიანსის წევრები გახდებოდნენ, ამ ნაბიჯით მოსკოვს მკაფიო სიგნალი გავუგზავნეთ. რუსეთმა არაერთხელ სცადა ალიანსის ღია კარის პოლიტიკის ეჭვქვეშ დაყენება. ორივე ქვეყნისთვის, საქართველოსა და უკრაინისთვის, ეს კარი ღია. ახლა მთავარია ალიანსის და ორივე ქვეყნის თანამშრომლობა. მოსკოვის ხმას არანაირი ძალა არ აქვს. ისინი ვეტოს ვერ გამოიყენებენ. იმედიანად ვუყურებთ საქართველოსთან პარტნიორების გაძლიერებას. რა თქმა უნდა, ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხებზე, განსაკუთრებით კი მიმდინარე რეფორმებზე. გვინდა რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორია დატოვოს. გავაგრძელებთ ქართველ მეგობრებთან მუშაობას. მკაფიოდ ვაფიქსირებთ რომ ნატო არ დახურავს ღია კარის პოლიტიკას”, – თქვა ჯულიან სმიტმა.

წყარო: მთავარი არხი