ბილ კლინტონის განცხადებით, ნანობს, რომ 1990-იან წლებში უყრაინა დაარწმუნა ბირთვული იარაღის ფლობაზე უარი ეთქვა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის განცხადებით, ის ნანობს, რომ 1990-იან წლებში უყრაინა დაარწმუნა უარი ეთქვა ბირთვული იარაღის ფლობაზე.

ამის შესახებ თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა ირლანდიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ცნობისთვის, 1994 წლის იანვარში, კლინტონმა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტთან ბორის ელცინთან და უყრაინის მაშინდელ პრეზიდენტთან ლეონიდ კრავჩუკთან ხელი მოაწერა სამმხრივ შეთანხმებას, რის შედეგადაც უყრაინის ტერიტორიაზე არსებული ყველა ბირთვული იარაღის რუსეთში ტრანსფერი განხორციელდა.