ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა „სიენენთან“ საუბრისას ტრამპის მიმართ ბრალდებები განიხილა.
„ეს საქმე იმაზე სუსტია, ვიდრე წარმომედგინა“, – განაცხადა ჯონ ბოლტონმა.
მისი თქმით, ის სავსებით ეთანხმება რესპუბლიკელი სენატორის, მით რომნის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ მანჰეტენის საოლქო პროკურორმა პოლიტიკურ დღის წესრიგს მოარგო კანონი.
„ვეთანხმები სენატორ მით რომნის განცხადებას. როდესაც გავიგე დონალდ ტრამპის დაჭერის კამპანიის შესახებ, გამახსენდა ლავრენტი ბერია, რომელიც საბჭოთა კავშირში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი იყო. ერთხელ მან სტალინს უთხრა: „შენ ადამიანი მაჩვენე, დანაშაულს მე გაჩვენებ“. მე, იმ ადამიანის პოზიციიდან, რომელსაც არ სურს, რომ ტრამპი კანდიდატად იყოს დასახელებული, ვფიქრობ, ეს ტრამპის ნარატივზე კარგად მუშაობს და ამან შეიძლება უპასუხოს ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო კითხვას, ვინ იყო დონალდ ტრამპის პოლიტიკური მხარდამჭერი? ელვინ ბრეგი“, – აცხადებს ჯონ ბოლტონი.