„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალ სახეებად დავით კეზერაშვილის კადრები წარადგინა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალ სახეებად დავით კეზერაშვილის კადრები წარადგინა. გენერალი მამუკა ყურაშვილი პარტიის თბილისის ორგანიზაციაში, ხოლო გენერალი ზაზა გოგავა სამდივნოში დაიკავებს ადგილს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ახალი წევრების წარდგენა პარტიის გაძლიერებას ემსახურება.