პოლონეთი უყრაინას საერთო ჯამში “მიგ-29” ტიპის 14 საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.
მედიის ცნობით, უყრაინამ უკვე მიიღო ოთხი თვითმფრინავი.
შეგახსენებთ, უყრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მოკავშირეებს, თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები გადასცენ, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ უყრაინას ცის დაცვასა და კონტრშეტევის განხორციელებაში.