იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სენატორი სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. იტალიური მედიის ცნობით, ბერლუსკონი სუნთქვის გართულების გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.
მედიის ცნობით, ექსპრემიერი მილანის სან-რაფაელეს ჰოსპიტალში მკურნალობს. 86 წლის ბერლუსკონის ჰოსპიტალში გადაყვანის ფაქტი პრესპიკერმა, პაოლო ემილიო რუსომაც დაადასტურა.
არსებული ინფორმაციით, ბერლუსკონის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.