ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:
,,ტრამპმა დატოვა სასამართლოს შენობა!
მას წაუყენეს ბრალი!
ფორმალურად პატიმრობა მოეხსნა.
ზუსტად ვერ ვხვდები ეს რას ნიშნავს… მაგრამ ასეა!”
შეგახსებებთ, ტრამპმა სასამართლო დარბაზში დაახლოებით 57 წუთი გაატარა.
სავარაუდოდ, იგი თავის სახლში, ფლორიდაში დაბრუნდება და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
CNN-ის ინფორმაციით, მორიგი სასამართლო სხდომა 4 დეკემბერს ჩაინიშნა