კახეთში ავტომობილი მდინარეში გადავარდა – დაიღუპა 2 ადამიანი

კახეთში, ლაგოდეხი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავარია მოხდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.

მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.