ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საქართველოზეს ქადაგებისას მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.
„ასტრიდ ლინდგრენი, კარლსონი და ისინი გამახსენა, სახურავებზე რომ დარბოდა, მერე როგორ შემოიყვანეს მანამდე ევროპარლამენტარებმა. მერე ზელენსკის დროს და დღესაც პატიმარი სააკაშვილი უკრაინის მოხელეა იმიტომ, რომ პრეზიდენტს ჰყავს დანიშნული რაღაცაზე, კაცო, თუ პარტნიორები ვართ, ცალმხრივია ეს პარტნიორობა? რას ჰგავს ეს? ვის რაში სჭირდებოდა? ან ციხეში რაში სჭირდება ვინმეს, ან საქართველოში რაში სჭირდება მაგ კაცი, რომელიც დამპყრობლის ინტერესების გამტარი იყო ყოველთვის” , – განაცხადა მეუფე იაკობმა.