ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ, უყრაინას, ომის დასასრულებლად, რუსეთისთვის ყირიმის დათმობა შესთავაზა.
პრეზიდენტის განცხადებით, პუტინს არ შეუძლია უყრაინის ტერიტორიის დაპყრობა და, შესაძლოა, საუბარი იყოს ყირიმზე, მაგრამ უნდა დაფიქრდეს იმ ტერიტორიებზე, სადაც ყირიმის მიღმა შეიჭრა.
ლულა და სილვას თქმით, უყრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკისაც არ შეუძლია, ყველაფერი სურდეს.
„მსოფლიოს მშვიდობა სჭირდება. ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოსავალი“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.
ბრაზილიისა და უყრაინის პრეზიდენტებმა უყრაინის ომის საკითხები გასული თვის დასაწყისში განიხილეს. ლულა და სილვა მიმდინარე თვეში ჩინეთს ესტუმრება და სამშვიდობო ძალისხმევას განიხილავს.