შეერთებული შტატები, გერმანიასა და უნგრეთთან ერთად, ეწინააღმდეგება NATO-ს წევრი ქვეყნების იდეას, ვილნიუსის სამიტზე უყრაინას ალიანსში გაწევრიანების “საგზაო რუკა” შესთავაზონ. ამის შესახებ Financial Times-ს მოლაპარაკებების მონაწილე ოთხმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
გასულ თვეში NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წევრ ქვეყნებს წარუდგინა წინადადება, რომელშიც კიევისთვის “პრაქტიკული და პოლიტიკური” წინადადებებია აღწერილი. მათ შორის არის წინადადება უყრაინის ნატოსთან ურთიერთობაზე ახალი დეკლარაციაზე, რომელიც დაეფუძნება 2008 წლის განცხადებას, რომ ქვეყანა “ერთ დღეს” ალიანსის წევრი გახდება.
FT-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ ამ კვირაში ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის აქტიური დებატები მიმდინარეობდა იმის შესახებ, თუ რა უნდა შესთავაზონ უყრაინას განახლებულ დეკლარაციაში.
მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის ყველა წევრი თანხმდება, რომ სანამ უყრაინაში ომი გრძელდება, NATO-ში გაწევრიანებაზე სერიოზულად საუბარი არ შეიძლება, გაიზარდა იმ იდეის მხარდამჭერთა რიცხვი, რომ უყრაინას ვილნიუსის სამიტზე წევრობისკენ “პოლიტიკური გზა” შესთავაზონ.
თუმცა, Financial Times-ის თანამოსაუბრეების თქმით, აშშ, ისევე როგორც გერმანია და უნგრეთი, წინადადებას ეწინააღმდეგებიან.