კირბი: მხოლოდ ვლადიმერ ზელენსკის შეუძლია, განსაზღვროს, აწარმოებს თუ არა მოსკოვთან მოლაპარაკებას

თეთრი სახლის წარმომადგენელი, ჯონ კირბი ამბობს, რომ მხოლოდ უყრაინის პრეზიდენტ, ვლადიმერ ზელენსკის შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს მზად არის თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებისთვის.

“მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია განსაზღვროს მზად არის თუ არა და როდის მოლაპარაკებისთვის, რა კონტექსტში და რის შესახებ. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინის გარეშე მოლაპარაკებები უკრაინაზე არ შეიძლება”, – თქვა კირბიმ.

მან აღნიშნული განცხადება გააკეთა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომ უყრაინული მხარე, გარკვეული პირობებით, მზადაა რუსეთის ფედერაციასთან ყირიმთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყოს.