მე მილანძღავენ ჩემს ამერიკას, რომელმაც ათი ათასობით სხვა ქართველთან ერთად წამიყვანა და უფასოდ მასწავლა – სააკაშვილი

მე მილანძღავენ ჩემს ამერიკას, რომელმაც ათი ათასობით სხვა ქართველთან ერთად წამიყვანა და უფასოდ მასწავლა. აზრზე მოვიდეთ ყველა და დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს, ნუ ვაძლევთ საშუალებას აფურთხონ იმ ჯამში, საიდანაც წყალს ვსვამდით მთელი ეს დრო. ესენი მიგვათრევენ უფსკრულში და უბედურებაში,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, სანქციების გამოშვებით ამერიკამ მხარი დაუჭირა “მარტში ჩვენს ბრძოლას“.

“მე მილანძღავენ ჩემს ამერიკას, რომელმაც ათი ათასობით სხვა ქართველთან ერთად წამიყვანა და უფასოდ მასწავლა. აზრზე მოვიდეთ ყველა და დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს, ნუ ვაძლევთ საშუალებას აფურთხონ იმ ჯამში, საიდანაც წყალს ვსვამდით მთელი ეს დრო. ესენი მიგვათრევენ უფსკრულში და უბედურებაში და თითოეულის გადასაწყვეტია მივყვებით იქ დავიღუპავთ ჩვენს თავსაც და ქვეყანასაც, თუ ვდგებით ერთად, ვქმნით წინააღმდეგობის მოძრაობას, დაფუძნებულს არა პარტიულ კუთვნილებაზე ან წარსულის მოგონებებზე, არამედ ჩვენს ქართულ გენზე და თავისუფლების სიყვარულზე და თავისუფლებისაკენ დაუღალავ სწრაფვაზე.

სანქციების გამოშვებით ამერიკამ მხარი დაუჭირა მარტში ჩვენს ბრძოლას. თუ ბევრად მძლავრად გამოვალთ, მხარდაჭერაც ერთი ათად გაძლიერდება.

ამერიკას უყვარს ერები, რომლებიც თვითონ იბრძვიან თავისუფლებისთვის და თავის მოვალეობად თვლის დაეხმაროს მათ.

ვარდების რევოლუციის დროს თავიდან არ გვიჭერდნენ მხარს და მხოლოდ მაშინ, როცა დაინახეს, რომ უკან არ დავიხევდით, პრეზიდენტის ჩართულობით დაგვიჭირეს მხარი”