თბილისში ხელისუფლება ერთი არადემოკრატიული ინიციატივიდან მეორეზე გადადის – ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში,  ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებაზე

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი „ტვიტერზე“ პარლამენტში მედიის სამი ჟურნალისტისა და მათი ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერებას ეხმაურება.

„თბილისში, როგორც ჩანს, ხელისუფლება ერთი არადემოკრატიული ინიციატივიდან მეორეზე გადადის“, – წერს ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში.