პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი აშშ–ის მიერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე საუბრობს და აცხადებს:
“ხელისუფლების მთავარი შიში არის, რომ სისტემაში ბზარი არ გაჩნდეს, ისინი ცდილობენ სისტემის მდგრადობა შეინარჩუნონ. მე მინდა მოსამართლეებს მივმართო, რას დაემსგავსეთ მართლა რა, ქვეყნის ბედი, თქვენი შვილიშვილების ბედი წყდება დღეს, რამდენიმე ვირეშმაკს და რა ეპითეტი ვუწოდო… ამათ როგორ ემსახურებით, არ გრცხვენიათ? ღირსება არა გაქვთ, კაცო? წესიერი ხალხი ხართ, გამოდით და თქვით, რა ხდება იმ ავგიას თავლაში რა. ერთად გავწმინდოთ ეს სასამართლო, რომელიც მართლა ავგიას თვალად იქცა და ყარს. ნუ გეშინიათ, თქვით რა ხდება, გამოდით და მხარდაჭერა გექნებათ ყველანაირი”, – განაცხადა მან “მთავარი არხის” ეთერში.