სად მიგვიყვანს თბილისსა და ვაშინგტონს შორის არსებული დაპირისპირება და რატომ მოუწოდა სააკაშვილმა მხარდამჭერებს „აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებისკენ“? ამ კითხვაზე პირდაპირ ვუპასუხებ და პიროვნებებსაც შევეხები, რადგან დღეს ჩემი სამშობლოს გარე და შიდა მტრები გაერთიანდნენ, რათა გაანადგურონ ყველაფერი, რასაც საქართველო ჰქვია – ხალხი, სახელმწიფო, ხელისუფლება, კულტურა, ეკლესია…
ნებისმიერი სახელმწიფოს დემოკრატიულობის ტესტი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხია. მით უმეტეს ჟურნალისტები და მოსამართლეები არ უნდა დაემორჩილონ მითითებებს უცხოეთიდან, მაგრამ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას დაარღვია ეს ფუძემდებლური პრინციპი და სანქციები დაუწესა მაღალი კატეგორიის ოთხ ქართველ მოსამართლეს (სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესა და ყოფილ მოსამართლეს).
დამოუკიდებელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევის გარდა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კორუფციაში მოსამართლეთა დაუსაბუთებელი დადანაშაულება, მათი და მათი ოჯახების წევრებისთვის აშშ-ში სტუმრობის აკრძალვა წარმოადგენს ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევას. მოსამართლეებს, მათი დისკრედიტაციით, მიაყენეს მორალური და მატერიალური ზარალი, რითაც ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. საქართველოს ოთხი მოქალაქის გასამართლება მტკიცებულებების, სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, მათთვის დამნაშავეთა იარლიყის მიწებებით, რაკიღა კორუფცია სისხლის სამართლის დანაშაულია, სოციალურად სტიგმატიზირებულად აქციეს მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ამიერიდან საზოგადოების მხრიდან გაკიცხვას დაექვემდებარებიან, როგორც „ხალხის მტრების“ შვილები/მეუღლები, რაც ბევრად უარესია, ვიდრე ამერიკაში ჩასვლის აკრძალვა! საბედნიეროდ, პირიქით მოხდა – მათ პატივისცემა გამოუცხადა ქართველმა ხალხმა, რომელსაც სძულს ამერიკელი ელჩი და ვაშინგტონის ხელმძღვანელობა!
მაგრამ რატომ დაარღვია აშშ-მა ასე მკაფიოდ ყველა „წითელი ხაზი“, საჯარო გაკიცხვის საგნად აქცია ფარული კონტროლი, რომელიც საქართველოში თავიდან ბოლომდე ჰქონდათ?
რატომ დაიწყო დღეს აშშ-მა საქართველოდან წასვლის შეუქცევადი პროცესი და გაამრავლა რუსეთის მიმართ სიმპათია?
საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც დასავლეთმა და უკრაინამ „ვერც მათრახითა და ვერც თაფლაკვერით“ ვერ ჩართეს საქართველო ანტირუსულ კოალიციაში, რომელიც უკრაინაში სამხედრო კამპანიას ახორციელებს, ვაშინგტონმა გადაწყვიტა შეცვალოს საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც:
– უარი თქვა რეგულარული ჩარტერული რეისების ორგანიზებაზე უკრაინაში დაქირავებულების – ქართველი მოხალისეებისა და უსაქმოდ დარჩენილი „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების გასაგზავნად გამანაწილებელი პუნქტის – შ. რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით;
– უარი თქვა საქართველოს ტერიტორიაზე „მეორე ფრონტის“ გახსნაზე – ცხინვალი-ჯავასა და გუდაუთაში რუსეთის ბაზებზე თავდასხმაზე;
ყურადღება! მხედველობაში მაქვს არა მარტო აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ვიზიტი ბიძინა ივანიშვილის სახლში გასული წლის მარტში ასეთი მოთხოვნით, ანდა საყოველთაოდ ცნობილი შემდგომი იდენტური მოთხოვნები კიევისგან.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჯერ კიდევ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებამდე – 2022 წლის 24 თებერვლამდე – დასავლელმა ელჩებმა, აშშ-ის ელჩის ხელმძღვანელობით, საქართველოში ხელისუფლების ყველა შტოს ხელმძღვანელებს დაუარეს მოთხოვნით, გახსნან „მეორე. ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და ცხინვალში!
– უარი თქვა უკრაინაში ერაყი და ავღანეთ გამოვლილი ქართული არმიის ელიტარული სპეცდნაყოფების გაგზავნაზე; უარი თქვა სრული მოცულობით ანტირუსული ეკონომიკური სანქციებისთვის შეერთებაზე, რუსულ მარცვლეულსა და ენერგომატარებლებზე ემბარგოს დაწესებასა და ასევე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ვიზების შემოღებაზე;
— წარმატებით ახორციელებს სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის პოლიტიკის საწინააღმდეგო პოლიტიკას: იტვირთა პასუხისმგებელი შუამავლის როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დარეგულირებაში ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ და ახორციელებს სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს ჩინეთსა და აზერბაიჯანთან, რომლებიც შედის არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებში, არამედ ევროპისაც. ჯერ კიდევ გასულ კვირას, როცა თბილისსა და ვაშინგტონს შორის ზემოაღნიშნული წინააღმდეგობები მკვეთრად გამწვავდა, პრემიერი ღარიბაშვილი სომეხ კოლეგებთან მოლაპარაკებით იყო დაკავებული, შემდეგ კი ბაქოში გაემგზავრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შესახვედრად.
ვინაიდან საქართველოსთვის ნატოში გაწევრების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების, ანუ საქართველოს ნატოში მიღების შესახებ სპეკულაციის გაგრძელება უკვე სასაცილოც არ არის, შანტაჟის საგანად შეირჩა საქართველოსთვის უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, რასაც, თითქოსდა, ხელს უშლის მისი „პრორუსული ხელისუფლება მმართველი პარტია „რუსული ოცნება“ და მისი ჩრდილოვანი ლიდერი – რუსი ოლიგარქი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი“.
ხელისუფლება ვერ მიუხვდა ხრიკს და მდუმარედ დაეთანხმა უცხოეთის აგენტების მიერ გამოცხადებულ მზაკვრულ ლოზუნგს – “შინ, ევროპაში”, თითქოს საქართველო ოდესმე ევროპაში იყო და დღეს კი იქ ბრუნდება! მაგრამ ბრძენმა ქართველებმა, ვისთვისაც ევროპელი – შეურაცხყოფაა, აიტაცეს ჩემ მიერ შეთავაზებული ვარიანტი – „შიგ, ევროპაში“, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის კეთილდღეობა დამოკიდებულია არა ევროპაზე, არამედ რუსეთზე (რუსული პური და ენერგომატარებლები, რუსი ვიზიტორები და ტურისტები, ქართული ექსპორტი რუსულ ბაზარზე და რუსული იმპორტი, ფულადი გზავნილები რუსეთიდან საქართველოში მსოფლიოში უდიდესი ქართული დიასპორისგან).
სწორედ ამ მიზანს ისახავდა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთვის იურიდიული ფირმა Patterson Belknap Webb & Tyler-ის მიერ თავსმოხვეული ლოზუნგი „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“. სწორედ ამ კომპანიის ნიუ-იორკის ოფისში, რომელსაც “თბილი” ურთიერთობა აქვს CIA-სთან და ფიგურირებს სხვადასხვა “რევოლუციებში”, ჟვანიამ იპოვა ახალგაზრდა კლერკი სააკაშვილი და საქართველოში ჩამოიყვანა.
“დავუშვათ, მიენიჭებინათ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რა სარგებელი აქვს ამას რიგითი მოქალაქისთვის? ამიხსენით,რა დავკარგეთ ამ თვეების განმავლობაში, რას შეიძენდა საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, შარშან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით?” – მართებულად დასვა კითხვა პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ.
„ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სიმბოლოდ“ ორი წამყვანი რადიკალური ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეებმა – ხაბეიშვილმა და ვაშაძემ – გამოაცხადეს ჰომოსექსუალი და სისხლის სამართლის დამნაშავე ლაზარე გრიგორიადისი – ტერორისტი, რომელმაც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებით ცეცხლი წაუკიდა (ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს) და დაწვა 15000 დოლარის ღირებულების პოლიციის მანქანა “უცხოელი აგენტების რევოლუციის” დროს, 7-9 მარტს პარლამენტის შენობის წინ, რომლის დაწვაც სცადეს!
აშშ-ის საელჩომ არჩევანი შემთხვევით როდი შეაჩერა მასზე: ლგბტ თემის აგრესიული წარმომადგენელი გრიგორიადისი 2020 წელსაც დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ხოლო 2021 წელს მას ბრალი წაუყენეს ოჯახურ ძალადობაში საკუთარი მამის მიმართ, ანუ ის არის იმ თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც უარყოფს სსრკ-ში მცხოვრებ საკუთარ მამებს, უარყოფს მამა-ღმერთს, ხოლო წმინდა ლაზარე მართლის სახელი, რომელსაც ეს ჰომოსექსუალი და სატანისტი ატარებს, არისმართლმადიდებლური რწმენის, ქრისტიანების გრძნობათა დაცინვა და ყველა ტრადიციული მორა-ლური ნორმის განადგურების, მაშასადამე – მეორედ მოსვლის მოახლოების ნიშანი!
შემთხვევითი როდია, რომ ამ მოვლენების შემდეგ, უცხოური აგენტებით – პროპაგანდისტებით დაკომპლექტებულმა ოთხმა ტელეკომპანიამ, ხუთმა რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიამ და თექვსმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ასევე “თეოლოგებმა” და სხვა “ექსპერტებმა” წამოიწყეს კამპანია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც, თითქოსდა, საერთოდ არ არსებობდა, სანამ ის სტალინმა არ შექმნა, ამიტომ, აქაოდა, “ყოველგვარი საუბარი ქართველებისა და რუსების მართლმადიდებლურ ერთმორწმუნეობაზე უნდა შეწყდეს, როგორც კრემლის პროპაგანდა“.
შემთხვევითი როდია, რომ ეს ხდება კიევ-პეჩორის ლავრის მიტაცების თანადროულად, რომელიც ზემოხსენებულმა ტელეპროპაგანდისტებმა უკრაინის ერთპიროვნულ საკუთრებად გამოაცხადეს – “ისევე, როგორც სვეტიცხოველი საქართველოს ეკუთვნის და არა რუსეთს”.
იმაზე, რომ საქართველოში, უკრაინასა და თვით აშშ-ში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ერთი ცენტრიდან არის ორგანიზებული, მეტყველებს ის ფაქტი, რომ საქართველოში „უცხოელი აგენტების რევოლუციის“ მთავარ მოქმედ ძალად არჩეული იქნა “გლობალური მოქალაქეების” თაობა – “Gen Z” (დაბადებული 1997 წლიდან 2012 წლამდე). “Gen Z”-ს ეკუთვნის რუსთაველის გამზირზე “უცხოელი აგენტების რევოლუციის” მთავარი „გმირი“, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი, ასევე 25 წლის დარია ტრეპოვა, რომელმაც 2 აპრილს მოაწყო აფეთქება ბარში „პატრიოტი” სანქტ-პეტერბურგში, რომლის შედეგადაც დაშავდა 40 ადამიანი და დაიღუპა ჟურნალისტი ვლადლენ ტატარსკი (მაქსიმ ფომინი). აღსანიშნავია, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ დარია ტრეპოვა საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდა.
ასევე შემთხვევითი როდია, რომ აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის წაყენებულ, სექსუალური კავშირების დამალვის ბრალდებებთან ერთად (აშშ-ის პრეზიდენტობის ერთადერთი რეალური კანდიდატის განეიტრალების მიზნით), საქართველოში, „პრორუსული“ ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით, პრო-სამთავრობო ტელეკომპანია „POSTV“-ის ტელეწამყვანი და ტელემენეჯერი შალვა რამიშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში PR-ს ხელმძღვანელობდა, სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.
საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაზე ტრენინგების ჩასატარებლად, ორი ცნობილი პოლიტტექნოლოგის, აწ განსვენებული პიტერ აკერმანისა და მარშალ კომინსის ვიზიტები, რომლებიც გასულ კვირას სუს-მა თბილისში არ შემოუშვა, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აქ აშშ-ის ხელი ურევია.
და დაიწყო ერთმანეთის მიყოლებით მსვლელობები და აქციები გენდერული თანასწორობის, სექსუალური უმცირესობების უფლებების მხარდასაჭერად და ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით კიდევ ერთ აშკარა ჰომოსექსუალთან – ნიკა გვარამიასთან ერთად! პიკური აქცია ჰომოსექსუალი ლაზარეს დასაცავად განგებ გამართავენ 9 აპრილს, 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის დამცირების მიზნით, თანაც – იმავე ადგილას, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ!
”იბრძოლეთ – და აშშ დაგეხმარებათ, რoგორც 2008 წლის აგვისტოში ჩვენი გმირობის დანახვისას, აშშ-მა გამოგზავნა მე-6 ფლოტი ჩვენს დასახმარებლად! – წერს “მომაკვდავი” სააკაშვილი საავადმყოფოდან საქართველოში ამჟამინდელი ხელისუფლების დამხობის დაწვრილებით ინსტრუქციაში, – უახლოეს მომავალში დავიბრუნებთ აფხაზეთსა და ცხინვალს!“ სააკაშვილის სიტყვები ადასტურებს სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების შეშფოთებას „საქართველოს მხრიდან შესაძლო შეჭრისა და „მეორე ფრონტის“ გახსნის თაობაზე, რათა მოხდეს რუსეთისა და დასავლეთის სამხედრო შეტაკების პროვოცირება საქართველოს ტერიტორიაზე და ამ აურზაურში დღევანდელი ხელისუფლების დამხობა!
ასე რომ, დღეს საქართველო სიმტკიცის გამოცდას გადის – გაუძლებენ თუ არა ქართველები აშშ-ს და უცხოეთის აქაური აგენტების შემოტევას, თუ დანებდებიან დასავლელ მეთოჯინეებს? შეეგუებიან თავისი მოსამართლეების შეურაცხყოფას და ევროპის ჰომოსექსუალურ სტანდარტებს, დააკანონებენ ერთსქესიანთა ქორწინებებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გამო? იმსახურებს თუ არა საქართველო ამ სტატუსს, უნდა გადაწყვიტონ გინეკოლოგის ყოფილმა ასისტენტმა – ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, და სტრასბურგში სააკაშვილთან სექსის შემდეგ საქართველოს საკითხებში „ღრმად ჩახედულმა“ ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა, რომელმაც ლობისტური მომსახურებისთვის მიშასგან 100 000 ევრო მიიღო – აბა, გრიგორიადის მხარდასაჭერად თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ გამართულ აქციებში მონაწილეობისთვის საკუთარი ხელფასით კი არ ჩამოსულა!
გარდა იმისა, რომ ქართველებმა უარი უნდა თქვან ჰეტეროსექსუალურ ორიენტაციაზე და აღიარონ 20-ზე მეტი გენდერი – ანუ უარყონ ქრისტიანული სარწმუნოება, ნორმად მიიღონ რა უდიდესი ცოდვა, ოსტრაკიზმს უნდა დაუქვემდებარონ მეცენატი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 3 მილიარდი დოლარი დახარჯა საქართველოში საქველმოქმედო მიზნებისთვის, მათ შორის თბილისში წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაზე! სწორედ ამას – “დეოლიგარქიზაციას” – გულისხმობს დამამცირებელი და კაბალური 12 მოთხოვნა, რომელთა შესრულების შემდეგაც საქართველოს შეუძლია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის იმედი იქონიოს მიმდინარე წლის ბოლოს! აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი მოთხოვნა – „დეპოლარიზაცია“ არის წინასწარ გამოტანილი განაჩენი ქართველი ხალხისთვის, რადგან ის ითვალისწინებს ცალმხრივ კომპრომისს მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან, მაშინ როცა რადიკალურ ოპოზიციას მფარველობენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნატო, ევროკავშირი და პრეზიდენტი-რეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც დავალების შესრულების შემდეგ შინ, ევროპაში დაბრუნდება! იმის მოსმენისას, თუ როგორ სისინებს ზურაბიშვილი ყოველი სიტყვის შემდეგ, უნებლიედ გახსენდება გველი, რომელმაც ევა დაგესლა. გველში სატანა განსხეულდა, ვისი განსხეულებაა სალომე, რომელიც ქართველებს ევროკავშირით აცდუნებს?!
და თუ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე წლის ბოლოს კვლავ უარს ეტყვიან, რადიკალები ძალისმიერ სცენარს ამზადებენ. შემთხვევითი როდია, რომ გასულ კვირას „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობაში, რომელსაც 2008 წლის აგვისტოში თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი აფინანსებდა, ორი ბრიგადის გენერალი მიიღეს – 2008 წლის აგვისტოში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გოგავა და მისი მოადგილე – 2008 წლის აგვისტოში სამშვიდობო ოპერაციების მეთაური ყურაშვილი, რომელთა გარშემოც ფარულად დაირაზმა ბევრი ყოფილი თანამოსამსახურე – მშიერი და ამჟამინდელ ხელისუფლებაზე გაავებული სამხედროები და სპეცსამსახურების თანამშრომლები. სცენარის მიხედვით, მათ დასახმარებლად უკრაინიდან მამულაშვილის „ქართული ლეგიონი“ დესანტირდება.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი