უკრაინელებს უფრო სწრაფად ეწურებათ საბრძოლო მარაგი, ვიდრე მოკავშირეებს შეუძლიათ მათი შევსება – “The New York Times”

გასულ კვირას ინტერნეტში გამოჩენილი სამხედრო-სადაზვერვო ინფორმაციების თანახმად, რეალურია, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის რესურსები უკვე მაისის ბოლოს ამოიწუროს. ამან, თავის მხრივ, შესაძლოა, წაახალისოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ფრონტზე გაგზავნოს თავისი საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებიც აქამდე არ გამოიყენებოდა.

ფოტოზე: Су-57

 

გარდა ამისა, უკრაინელებს უფრო სწრაფად ეწურებათ საბრძოლო მარაგი, ვიდრე მოკავშირეებს შეუძლიათ მათი შევსება. ინტერნეტში გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვა 23 მაისამდე „სრულად დასუსტდება“ გამოყენების ამჟამინდელი ტემპით, – იტყობინება გაზეთი “The New York Times”.

აღნიშნული დოკუმენტები გასულ კვირას გამოჩნდა სოციალურ მედიაში, როგორიცაა Twitter და Telegram. “ნიუ იორკ თაიმსი” მათ “ამერიკულ და ნატოს საიდუმლო გეგმებად” მოისხსენიებს – დოკუმენტების სისწორე ჯერ კიდევ მოძიების პროცესშია, თუმცა, ინტერნეტში გავრცელებული ზოგიერთი ვერსია რედაქტირებულია.

უკრაინის დასუსტებული საჰაერო ძალების ფონზე რუსეთის გაძლიერებულმა ცეცხლმა, შეიძლება, შეცვალოს ომის მიმდინარეობა.

რუსეთს თავისი ყველაზე მოწინავე თვითმფრინავი – მათ შორის, ფართოდ რეკლამირებული უჩინარი გამანადგურებელი СУ-57 საბრძოლო მოქმედებებში ჯერ არ გამოუყენებია, მისი ჩამოგდების შიშით. ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასება, ამ წლის დასაწყისში გაკეთებული განცხადების ფარგოლებში. ახლა კი ვითარება იცვლება.

წყარო:

Businessinsider