სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მოსამართლის სანქცირებაზე კომენტარი მის მანდატს სცდება.
მისი თქმით, სასამართლოში უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, სრულყოფილად შესრულდეს რეკომენდაცია.
„მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ცდება ჩემი მანდატის ფარგლებს ამ შემთხვევაში. შემიძლია, ვისაუბრო რეკომენდაციებზე, პრობლემებზე, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით წლების განმავლობაში სახალხო დამცველს და მე, როგორც თავის დროზე პარლამენტის წევრს, გაგვაჩნდა.
ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, დასანქცირებული მოსამართლეებით ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად გართულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, სასამართლოში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რათა სრულყოფილად შესრულდეს რეკომენდაცია, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით არის გაცემული და ამ რეკომენდაციის შესრულება კითხვის ნიშნებს არ ტოვებდეს.
სახალხო დამცველი სწავლობს, მათ შორის, სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებების მიმართებას სამართლიანი სასამართლოს უფლებების ნაწილში და ამ მიმართულებით სახალხო დამცველს აქვს მთელი რიგი რეკომენდაციები თავის დროზე გაცემული“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.