ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა კვლავ ჩაიკეტა.
“ისევ ჩამოიშალა მიწა და ისევ ჭიათურით უშვებენ მანქანებს დასავლეთისკენ” – წერს შარაშია.
შეგახსენებთ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე მცირე ქვათაცვენის გამო, დადგა გზის გაწმენდის საჭიროება. რის გამოც, აღნიშნული გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.