საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან სერიოზულ რისკს წარმოადგენს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა წარმოადგენს ძალიან სერიოზულ რისკს ეროვნული უსაფრთხოებისთვის და აქვს დეზინფორმაციის გავრცელების პოტენციალი.

როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კრის მიგერმა თქვა, საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შედეგად უკიდურესად საიდუმლო ინფორმაცია გავრცელდა, რომელსაც თავდაცვის დეპარტამენტისა და აშშ-ის სხვა უწყებების თანამშრომლები სამუშაოდ იყენებენ.

„ბრძოლის ველზე ზემოქმედების შესახებ ვარაუდს არ ვაპირებ, მაგრამ გეტყვით, რომ, იცით, უკრაინელებმა აჩვენეს თავიანთი შესაძლებლობები და კომპეტენტურობა ამ ომში. პრეზიდენტმა და თავდაცვის მდივანმა, ორივემ ნათლად განაცხადეს, რომ აშშ მათთან იქნება იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება. ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მუშაობა, რათა მივაწოდოთ მათ შესაძლებლობები, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, რომელიც მათ სჭირდებათ, რათა იყვნენ წარმატებული თავიანთი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად“, – თქვა კრის მიგერმა.