იტალიამ არალეგალი მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მთავრობის განკარგულებით, ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონები ხუთი მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას მიიღებენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა დაახლოებით 6 თვე გაგრძელდება.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების პერიოდში გამარტივებული იქნება ქვეყანაში არალეგალური გზით ჩასული პირების დეპორტაციის პროცედურა.
საგანგებო მდგომარეობა ხმელთაშუა ზღვაში ნაკადების „მკვეთრი ზრდის“ გამო გამოცხადდა. მიგრანტები ქვეყანაში შეღწევას გემებით ცდილობენ, რაც ხშირად მთავრდება მსხვერპლით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები აჩვენებს, რომ იტალიაში წელს 31