კანადის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
სანქციები რუსეთის 14 მოქალაქის და 34 იურიდიული პირის წინააღმდეგ დაწესდება. მათ შორის არის კომპანიები, რომლებიც „ვაგნერთან“ არის დაკავშირებული.
გარდა ამისა, კანადა უკრაინას კვლავ დახმარებას გაუწევს. კანადის ხელისუფლების გადაწყვეტილებით უკრაინა 21 ათას ავტომატურ იარაღს, 38 ტყვიამფრქვევს და 2,4 მლნ ვაზნას მიიღებს.
კანადაში ამჟამად უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი იმყოფება.