რუსეთში ახალი ჰასეკის ვირუსი აღმოაჩინეს, რომელიც ტკიპების ნაკბენით გადადის, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ჩვენ გავარკვიეთ, რომ ახალი ჰასეკის ვირუსი ადამიანზე გადადის ტკიპიდან და არსებობს როგორც ცალკე, ისე ტკიპებით გადამდებ სხვა ინფექციებთან ერთად. უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსი ვრცელდება არა მხოლოდ რუსეთის ორ რეგიონში, არამედ სხვაგანაც და მისი გავრცელება გაცილებით ფართოა“, – განაცხადა მკვლევარმა მიხეილ კარტაშოვმა.
არსებული ინფორმაციით, ტესტებმა აჩვენა, რომ ინფექცია ტკიპებით გამოწვეული Bole 4 ვირუსის მსგავსია, რომელიც აზიაში, ევროპაში, აფრიკასა და კარიბის ზღვის აუზში აღმოაჩინეს.
ცნობილია, რომ ეს ვირუსები, იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა დენგეს ცხელება, დასავლეთ ნილოსის ცხელება, ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტი, ყვითელი ცხელება და სხვა.
ენცეფალიტის სიმპტომები – ძლიერი თავის ტკივილი, შემცივნება, გულისრევა და ღებინება, მტკივნეული ტკივილი ხელებსა და ფეხებში. სიცხე შეიძლება გაგრძელდეს 4-5 დღე, შემდეგ მდგომარეობა უმჯობესდება.