შეძრწუნებული ვარ გავრცელებული სასტიკი ვიდეოკადრებით, რომელზეც ტყვეობაში მყოფი უყრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო დგას და იდგება უყრაინის გვერდით.
„კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი.
საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.