აშშ პესიმისტურად არის განწყობილი, რომ უყრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომის სწრაფად დასრულება შეუძლია

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, აშშ პესიმისტურად არის განწყობილი, რომ უყრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომის სწრაფად დასრულება შეუძლია. საიდუმლო დოკუმენტების ნაწილი ხაზს უსვამს სისუსტეებს უყრაინის შეიარაღებაში, საჰაერო თავდაცვაში და პროგნოზირებს ჩიხს ომში მომავალი თვეების განმავლობაში.

რამდენიმე საიდუმლო დოკუმენტის თანახმად, უყრაინის საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვა ფრონტის ჯარების დასაცავად „სრულიად შემცირდება 23 მაისამდე“ და გამოთქმულია ვარაუდი, რომ რუსეთს, შესაძლოა, მალე ჰქონდეს საჰაერო უპირატესობა და უყრაინამ შეიძლება, დაკარგოს სახმელეთო ძალების მობილიზაციის უნარი კონტრშეტევაში.

დოკუმენტები ასევე ხაზს უსვამს რუსეთის სამხედრო შეტევასთან დაკავშირებულ პრობლემებს და პროგნოზირებს, რომ შედეგი იქნება ჩიხი ორ მხარეს შორის უახლოეს მომავალში.