ტერიტორიების დეოკუპაციის მიზნით ეფექტური კონტრშეტევითი ოპერაციების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა უკრაინას გაუწიოს მხარდაჭერა და მისცეს რჩევები.
„უკრაინა თავად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისკენ მიმართული კონტრშეტევის ქმედებებთან დაკავშირებით. უკრაინამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებს ყველაზე ეფექტურად დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან და დააბრუნოს მისგან წართმეული ტერიტორია“, – აღნიშნა ბლინკენმა.