შავი ზღვა არასდროს იქნება ნატო-ს ზღვა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა. აღნიშნულით პესკოვი უყრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებას გამოეხმაურა.
„ეს არის საერთო ზღვა ყველა სანაპიროს მქონე სახელმწიფოსთვის, რომელიც უნდა იყოს თანამშრომლობის, ურთიერთქმედებისა და უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
ცნობისთვის, უყრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ ბუქარესტში, შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის. შავი ზღვა უნდა გახდეს ის, რაც უკვე გახდა ნატო-ს ზღვა, ის, რაც უკვე გახდა ბალტიის ზღვა“.