პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, უყრაინა რუსეთთან ომში თუ დამარცხდება, ჩინეთი, შესაძლოა, მალევე შეიჭრას ტაივანში.
ამის შესახებ მატეუშ მორავიეკიმ აშშ-ში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ღმერთმა არ ქნას, თუ უკრაინა დამარცხდება, თუ უკრაინას დაიპყრობენ, მეორე დღეს ჩინეთი, შესაძლოა, თავს დაესხას ტივანს. ვხედავ ძალიან ბევრ კავშირს, ძალიან ბევრ ურთიერთდამოკიდებულებას უკრაინაში არსებულ სიტუაციასა და ტაივანის სიტუაციას შორის“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, ჩინეთში ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა: „ევროპა არ უნდა იყოს ტაივანის საკითხზე აშშ-ის პოზიციის მიმდევარი და უნდა აირიდოს თავიდან იმ კრიზისებში ჩათრევა, რომლებიც ევროპის არ არის“.