საფრანგეთი მზად არის უყრაინას ორი მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება გაუწიოს, – ამის შესახებ უყრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი „ტვიტერზე“ წერს.
„საფრანგეთი მზად არის გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში, უკრაინას ორი მილიარდი ევრო გამოუყოს. თანხის ნაწილი რესტავრაციას მოხმარდება“, – წერს უყრაინის პრემიერი.
მანამდე შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ უყრაინისთვის 1,5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის გამოყოფას აპირებს.