„ესაა სააკაშვილის ბრეჟნევიზაცია, მისი პიაროპერაციის ყველაზე ცუდი რამ იყო ქართველი საზოგადოების ფსიქოლოგიით არდაინტერესება”- მაია ნიკოლეიშვილი

ეს ჩინ-მედლები ემსახურება სააკაშვილის ავტორიტეტის აწევას, რაც მილიონ დოლარად დაუგდო მისმა ლობისტურმა კომპანიამ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, გასაცოდავებული ადამიანი ვერასდროს ვერ იქნება საქართველოში ლიდერი.

„ესაა სააკაშვილის ბრეჟნევიზაცია, მისი პიაროპერაციის ყველაზე ცუდი რამ იყო ქართველი საზოგადოების ფსიქოლოგიით არდაინტერესება. ეს იყო გათვლილი გარე მოხმარებისთვის. ასეთი გასაცოდავებული, ნეკნების გამოჩენით, ასეთი ადამიანი ვერასდროს ვერ იქნება ლიდერი. მათ სააკაშვილი, როგორც ლიდერი მოკლეს. შეიძლება მედლებით გმირად აქციო ადამიანი, წამებულად, მაგრამ ის ლიდერი ვერასდროს ვერ იქნება ამ ქართულ საზოგადოებაში. ეს ჩინ-მედლები ემსახურება მისი ავტორიტეტის აწევას, რაც მილიონ დოლარად დაუგდო მისმა ლობისტურმა კომპანიამ“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო – „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცა.