მოსამართლეების მხრიდან სოლიდარობის გამოჩენა არის კოლეგიალობა და ღირსების დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, ოპოზიცია მუდმივად ეძებს კატას ბნელ ოთახში, როცა იქ არ არის.
„ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, რომ ყველა პროცესი და ქმედება გადააქციოს რაღაც აბსურდად. მოსამართლეების მხრიდან სოლიდარობის გამოჩენა არის კოლეგიალობა და ღირსების დაცვა, რაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას უნდა ეხებოდეს. თუ ბრალდება არსებობს, ნებისმიერი სახელმწიფო და განსაკუთრებით სტრატეგიული პარტნიორი უნდა გვაწვდიდეს ზუსტ ინფორმაციას, თუ რა გახდა სანქცირების მიზეზი, რომ ამას შესაბამისი მსვლელობა მიეცეს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
როგორც ცნობილია, აშშ-ში 22-30 აპრილს დაგეგმილ ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტზე სამმა მოსამართლემ უარი თქვა.