ყველა დამოუკიდებელი ერის ადგილი ნატო-შია. საქართველოდან მოლდოვამდე, უყრაინიდან ბოსნიამდე და ნებისმიერი სხვა დემოკრატიის ევროპაში, თუ აირჩევთ იყოთ ევროატლანტიკური ალიანსის ოჯახის წევრი, ეს ოცნება ახდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ჯოანა მირჩამ ბუქარესტში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ჯოანა მირჩამ აღნიშნა, შავი ზღვის რეგიონი თითქმის 10 წელია რუსეთის “აგრესიის” სამიზნეა, რაც მისი თქმით, ზეგავლენას ახდენს დასავლეთ ბალკანეთზე, საქართველოზე, მოლდოვაზე, ბოსნია და ჰერცეგოვინაზე და საბოლოო ჯამში, მოქმედებს ჩრდილოატალანტიკური ალიანსის “უსაფრთხოებაზე”.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, სწორედ ამის გათვალისწინებით შარშან, მადრიდში ნატო-ს ლიდერებმა დაამტკიცეს „სტრატეგიული კონცეფცია“, სადაც შავი ზღვის მნიშვნელობაა ხაზგასმული.
„ჩვენ ასევე გავზარდეთ მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორებისადმი, რომლებსაც რუსეთის აგრესიის საფრთხის ემუქრებათ, მათ შორის, მოლდოვის მიმართ. ჩვენი მეგობრები საქართველოში არიან ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორები და ველოდებით ჩვენს პარტნიორობაში ინვესტიციების დაბანდების გაგრძელებას. წარმატებას გისურვებთ ევროკავშირის ფრონტზე, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, იაროთ ევროპისკენ“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ.