პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროებაში ეჭვმიტანილ ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების წევრ ჯეკ ტეიშეირას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. ის ბოსტონში ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგა.
მედიის ინფორმაციით, ტეიშეირას ბრალი წაუყენეს ეროვნული თავდაცვის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის უკანონო მოპოვებაში, შენახვასა და გადაცემაში.
21 წლის ჯეკ ტეიშეირა გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ დაიტონში დააკავეს. ის ეროვნული გვარდიის საჰაერო თავდაცვის ძალების დაზვერვის განყოფილების აიტსპეციალისტად მუშაობდა. სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც დოკუმენტების გაჟონვის შესახებ პენტაგონმა იუსტიციის დეპარტამენტს აცნობა. პენტაგონის საიდუმლო მასალების გაჟონვის შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი. გრიფით საიდუმლო ინფორმაცია უყრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და აღჭურვილობას, ასევე, აშშ-ის სხვა მოკავშირეებს ეხება, მათ შორის ისრაელს, სამხრეთ კორეასა და თურქეთს.