„შპიგელი“ – ანალენა ბერბოკი ჩინეთს მოუწოდებს, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე

ჩინეთში ვიზიტით მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა პეკინს მოუწოდა, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე, უყრაინაში  ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს.

ბერბოკის თქმით, ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს და გერმანიას სურს, ჩინეთმა გამოიყენოს გავლენა რუსეთზე, რათა დაასრულოს რუსეთის ომი უყრაინაში.

ბერბოკთან შეხვედრაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ მიყიდის იარაღს უკრაინის ომში მონაწილე მხარეებს და დაარეგულირებს ორმაგი დანიშნულების სამოქალაქო და სამხედრო საქონლის ექსპორტს.

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები, რომელიც სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, აჩვენებს, რომ ჩინეთმა დასავლეთის ქვეყნების გაფრთხილების მიუხედავად, დაამტკიცა რუსეთისთვის გარკვეული ლეტალური იარაღის მიწოდება.