ამის შესახებ გია ნოდიას პოსტზე, კომენტარებში თეა თუთბერიძე წერს:
ბევრ რამეზე ვიკამათებდი მეტი დრო რომ მქონდეს ამ პოსტის კომენტარებში, მაგრამ ერთს დავწერ, უდანაშაულობის პრეზუმფციის პატივისცემა, უპატივცემულობა თუ დარღვევა ხდება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს მიერ. ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვერც ჟურნალისტები, ვერც სხვა საზოგადოების ვერც ერთი ფენის წარმომადგენლები ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დაარღვევენ იმის თქმით რომ ვიღაც დამნაშავეა რაღაცაში და ა.შ. ეს სუფთა იურიდიული კუთხით.
რაც შეეხება მორალურ მხარეს, აქ ძალიან ბევრი მორალური დილემაა იმ ადამიანების წინაშე ვინსაც კეზერაშვილისგან ოდესმე აუღია ფული და მასთან დაუჭერია საქმე. მე მაქვს ძალიან მარტივი კითხვები, (თავი დავანებოთ ამ ქოლ-ცენტრებს თუნდაც) მაგალითად, როგორ არის კეზერაშვილი ასეთი მდიდარი? იყო ის ასეთი მდიდარი 2003 წლის რევოლუციამდე, ან თავდაცვის მინისტრობამდე? თუნდაც ასეთი არა, ამაზე ბევრად ნაკლები ფულის მქონე? მაშინ როგორ, თუ დავით სიხარულიძე, ან ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრობის შემდეგ არც ერთი არ გამდიდრებულა (თანამდებობის პირების ხელფასები გამდიდრების შესაძლებლობას რომ არ იძლეოდა და იძლევა ეს თქვენც იცით) და დღეს მაგალითად ახალაიამ და მისმა მეუღლე რითი რა ვალები გაისტუმრონ და თვიდან თვემდე თავი რითი გაიტანონ იმას თუ ანგარიშობენ და ა.შ. (რაც რა თქმა უნდა არც სამარცხვინოა და არც არავინ წუწუნებს ამაზე, ასეც უნდა იყოს წესით), მაგრამ შეკითხვა სხვაა… საედან და როგორ გახდა ყოფილი თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი ბიზნესმენი და შემდგომ ამხელა ფულის პატრონი? ამაზე ვინმემ ხომ უნდა გასცეს პასუხი? ქოცებს გავანებოთ თავი. მათ ვიზე რა შეიძლება თქვან საერთოდ, კორუფციის ჭაობში არიან ჩაფლული მოსვლის დღიდან და ფულის კეთების მეტი და მაგ ქვეყნის დანგრევის მეტი არაფერი უკეთებიათ, მაგრამ მე თქვენი და კიდევ იმ რამოდენიმე ადამიანის პასუხები მჭირდება ამაზე რომლებიც იმ ხელისუფლებაში იყავით და იყავით გარკვეული ღირებულებების მატარებელი.