ბრაზილიის პრეზიდენტი: აშშ-მა უნდა შეწყვიტოს უკრაინაში ომის წახალისება და დაიწყოს მშვიდობაზე საუბარი

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა აცხადებს, რომ აშშ-მა უნდა შეწყვიტოს უკრაინაში ომის წახალისება და დაიწყოს მშვიდობაზე საუბარი. The Guardian-ის ცნობით, ამის შესახებ ლულა და სილვამ ჟურნალისტებს პეკინში ოფიციალური ვიზიტის დროს განუცხადა.

მისივე თქმით, პუტინთან და ზელენსკისთან საუბრის დროს მსოფლიო ლიდერებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია იარაღის მიმწოდებელი და ომის წამახალისებელი ქვეყნების დარწმუნება იმაში, რომ ეს პროცესი უნდა შეწყდეს.

„აშშ-მა უნდა შეწყვიტოს უკრაინაში ომის წახალისება და დაიწყოს მშვიდობაზე საუბარი. ევროკავშირმა უნდა დაიწყოს მშვიდობაზე საუბარი. ამგვარად საერთაშორისო თანამეგობრობა შეძლებს, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების დარწმუნებას იმაში, რომ მშვიდობა მთელი მსოფლიოს ინტერესებში შედის“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.