ერევანში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნაზე აზერბაიჯანის დროშა დაწვეს

ერევანში, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე, სცენაზე აზერბაიჯანის დროშა დაწვეს.

ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ სომხური ბიურო ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც დარბაზში აზერბაიჯანის მედროშე შემოვიდა, ერთ-ერთი მაყურებელი სცენაზე ავიდა, გოგონას აზერბაიჯანის ეროვნული სიმბოლო ხელიდან გამოსტაცა და მას ცეცხლი წაუკიდა.

„სამართალდამცველებმა ცეცხლი ჩააქრეს, გოგონას დროშა დაუბრუნეს, აღნიშნული პირი კი დარბაზიდან გაიყვანეს“, – წერს გამოცემა. 

ჯერჯერობით, მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია.