ირანის სასამართლომ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდები საქმეზე 10 სამხედროს პატიმრობა მიუსაჯა

ირანის სამხედრო სასამართლომ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილე შეიარაღებული ძალების 10 წევრს პატიმრობა მიუსაჯა, – ინფორმაციას მედია საშუალებები სასამართლო პორტალ Mizan-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, მეთაურს, ბრძანების შეუსრულებლობისა და თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, ყველაზე მძიმე სასჯელი, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

Mizan-ის ცნობით, Tor M-1-ის სარაკეტო სისტემის მეთაურმა სამგზავრო თვითმფრინავს ბრძანების საწინააღმდეგოდ და ნებართვის გარეშე ორი რაკეტა ესროლა.

დანარჩენ ცხრა სამხედრო მოსამსახურეს კი ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ირანის ხელისუფლებას არცერთი მსჯავრდებულის ვინაობა არ გააუსაჯაროვებია.

2020 წლის 8 იანვარს, ირანულმა ძალებმა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც თეირანიდან კიევისკენ მიემართებოდა. ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა. დაღუპულების უმეტესობა ირანისა და კანადის მოქალაქე იყო.